Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დაკავება ბანერის გამო – ადვოკატები განმარტავენ, რატომ არ უნდა უნდა ჩატარდეს სასამართლო

July 27, 2026
დაკავება ბანერის გამო – ადვოკატები განმარტავენ, რატომ არ უნდა უნდა ჩატარდეს სასამართლო

საგარეჯოს, დუშეთის და გურჯაანის იზოლატორებში მოთავსებული აქტივისტები სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან.

ათივე დაკავებულს, რომელთა შორის ქალებიც არიან, ბანერზე “ბიძინას“ დაწერას და გამოკითხვის ჩატარებას ედავებიან.

უფლებამდაცველები ამბობენ, რომ არ არსებობდა საფუძველი აქტივისტები დაეკავებინათ, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ აქვთ ადამიანებს იმის უფლება, რომ პროტესტი გამოხატონ.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სასამართლო პროცესები საერთოდ არ უნდა ჩატარდეს და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ შსს შევიდეს შუამდგომლობით და მათი პატიმრობა მოითხოვოს.

ადამიანები გუშინ ღამე დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ ბანერის დაკავების გამო, ასე ისინი გარკვეულ პროტესტს და დამოკიდებულებას გამოხატავდნენ და სწორედ ამის გამო მოხდა, მათი ყველას დაკავება. რაც შეეხება მამაგეიშვილის ქმედებას – სამართლებრივად ყოვლად შეუსაბამოა მისი ქმედება და საჭიროების გარეშე მოხდა მისი მხრიდან განხხორციელებული ძალადობა ერთ-ერთ იქ მყოფ ადამიანზე, ვინაიდან, იმ ადამიანს ბანერიც კი არ ეჭირა, ქალბატონი ნატო ბოლქვაძე იყო აქციაზე მხოლოდ და მხოლოდ ბანერით და არცერთი საკონმდებლო ნორმა და კანონის არცერთი მუხლი არ კრძალავს ბანერზე არსებული წარწერით, იქნება ეს მტკიცებით ფორმაში, თუ კითხვით ფორმაში, პროტესტის გამოხატვის ფორმას, – ამბობს უფლებადამცველი.

ადვოკატის თქმით, საქართველოში ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოქალაქების ხმა არის მიუღებელი და აკავებენ უმიზეზოდ.

საქართველოში ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ეს მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოქალაქების ხმა არის მიუღებელი, ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანებს აკავებენ უმიზეზოდ და შემდეგ ამას აფორმებენ დაუმორჩილებლობით თუ წვრილმანი ხულიგნობით, საბოლო ჯამში სასამართლოც ამას ამტკიცებს. საქართველო უგულებელყოფს კონვენციის სტანდარტებს, მოთხოვნებს და ყველანაირ სამართლებრივ მიდგომას და მოთხოვნებს და მაინც ბანერების გამო იჭერს ადამიანებს, – ამბობს ადვოკატი.

დაკავებულებს შორის არიან ყოფილი საჯარო მოხელეები, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.

„ბიძინა“ და სამი ასოს კომბინაცია – ამ ბანერით გამოკითხვის ჩატარებას თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეთა მასობრივი დაკავება მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ ბანერზე გვარი დაკონკრეტებული არ იყო, პოლიციამ ის შეურაცხყოფად მიიჩნია და ათი ადამიანი დააკავა.

ადგილზე ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ ღამით საკრებულოსთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

აქტივისტები ამბობენ, რომ საკრებულოს წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციის მაღალჩინოსანმა, დავით მამაგეიშვილმა სტუდენტ, სანდრო სეხნიაშვილს სახეში ხელი ჩაარტყა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირაკლი კობახიძის თქმით, 1 სექტემბრიდან 3 000 ვაკანსიაზე ანაზღაურებადი სტაჟირება გამოცხადდება
  • ლანა გალდავა MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნის იდეას ეხმაურება
  • სიღნაღში ფერმერს ხორბლის ყანა დაუწვეს – რა კადრები ვრცელდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge