მარნეული-ბოლნისის გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა – ინფორმაციას 24News. ge ავრცელებს და წერს, რომ ავარია სატვირთო ავტომობილისა და Ford-ის მარკის ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა. როგორც მთავარს შსს-ში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
