“ჩემს განათლებას ამოწმებთ? ძალიან ცუდი, რა… სამარცხვინოა, რასაც თქვენ ამბობთ… ისტორია თქვენ ჩემზე კარგად ვერ გეცოდინებათ…” – ასე პასუხობს სიწმინდეების დასაცავი მოძრაობის დამფუძნებელი, MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით
ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად მოძრაობა დღეს დააფუძნა. მისი თმით, მოძრაობას “მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე”. “საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავალთ” – თქვა ქართველიშვილმა.
გიორგი ქართველიშვილი ოცნების პროპაგანდისტული “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, ჟანა აკოფაშვილის ქმარია. ის რუსთავი 2-ში გადასვლამდე მთავარი არხის ჟურნალისტი იყო. ქართველიშვილს კი აქტივისტები ტიტუშკების მობილიზებაში ადანაშაულებენ. რამდენიმე დღის წინ ოცნების პროპაგანდისტული მედია მას აქტივისტ და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე “თავდამსხმელის მეგობრად” მოიხსენიებდა და მის დასაცავად იყენებდა.
