Sunday, February 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სოფელ ბოლაჯურში ყირიმ–კონგო 43 წლის ქალს დაუდასტურდა

July 14, 2022
სოფელ ბოლაჯურში ყირიმ–კონგო 43 წლის ქალს დაუდასტურდა

სამცხე–ჯავახეთში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით კიდევ ერთი ადამიანი დაავადდა. ამჯერად შემთხვევა ადიგენის სოფელ ბოლაჯურში დაფიქსირდა. – ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე–ჯავახეთის განყოფილების უფროსის, ნინო ზედგინიძის განცხადებით, ყირიმ–კონგო 1979 წელს დაბადებულ ქალს გამოუვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს დადასტურებული 28 შემთხვევა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება: 13  ახალციხის მუნიციპალიტეტში, 9 ადიგენში, 6 ასპინძაში.

“სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციით ბოლო ოთხ  წელში ყირიმ–კონგოს დაავადებით რეგიონში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი, შემთხვევა მიმდინარე წელს დაფიქსირდა.

ადამიანებში დაავადება ვლინდება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის შემდგომ 1-9 დღეში (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება), ასევე დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შედეგად 3-14 დღეში (ცხოველის დაკვლის დროს). დაავადების შემთხვევები, ძირითადად, აღინიშნება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, რადგან ამ პერიოდში აქტიურდებიან დაავადების გადამტანი ტკიპები.

ყირიმ-კონგოს დაავადებისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ადამიანის კანზე, კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევები ფიქსირდება, დაავადებულის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან მჭიდრო კავშირისას. ადამიანებში დაავადების სიმპტომები მოულოდნელი შემცივნებით იწყება. სხეულის ტემპერატურა 39-40°С–მდე იწევს, იწყება კუნთებისა და თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით. დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და, დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე, შეიძლება, სიკვდილით დასრულდეს.

მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან; ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოკამში დამნაშავემ პოლიციელებს ესროლა – ადგილზე სპეცრაზმი შეიყვანეს
  • მაია ბუწაშვილი საკვებ დანამატებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
  • ირანის ქალაქ ხორამაბადში “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” სარაკეტო ბაზა აფეთქდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge