“წავიკითხე იმ გონებაჩლუნგი ბიჭის ბოდიალი. ნიშანდობლივი რამე უთქვამს: თუ საჭიროა, ციხეშიც წავალო.
პატრონი თუ ჰყავს და მყვარებელი, გააგებინეთ, რომ ამ “რაზგონით”, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა.
რასაც ეგ საბრალო ბრიყვი “აანონსებს”, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის და ანგარიშსწორების ინსპირაციაა ფსევდომორალის სახელით. და ეგ მორევაზე არსად და არასდროს არ ყოფილა და არც იქნება. არც კუნთები შველის, არც ხელისუფლების მხარდაჭერა, არც ტრადიციებსა და წინაპრებს ამოფარება: ასეთია ძალადობის სპირალის შეუბრალებელი დიალექტიკა.
რაღაც დროს, კიდევ უფრო თავზეხელაღებული, ვინმე “კაი გოგოს ძმა” ან “კაი ბიჭის შვილი” 90იან წლებში გავრცელებულ უბნელეს ფორმულას გაიხსენებს: “სპიცა ღვიძლში”.
ბოთლიდან ბნელი 90იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ: ყველა მიწაში წევს, ვინც ეგ ბოლოს სცადა. არც წინაპრების ტრადიციების მთავარი ფუნდამენტის, ბიბლიის ცოდნა გეტყობათ: „ყველანი, ვინც აიღებენ მახვილს, მახვილითვე დაიღუპებიან“.
ასე რომ, წადი ბიჭო სახლში, მოფსი და დაიძინე”, – წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში
MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად მოძრაობა დააფუძნა. მისი თმით, მოძრაობას “მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე”. “საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავალთ” – თქვა ქართველიშვილმა.
გიორგი ქართველიშვილი ოცნების პროპაგანდისტული “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, ჟანა აკოფაშვილის ქმარია. ის რუსთავი 2-ში გადასვლამდე მთავარი არხის ჟურნალისტი იყო. ქართველიშვილს კი აქტივისტები ტიტუშკების მობილიზებაში ადანაშაულებენ. რამდენიმე დღის წინ ოცნების პროპაგანდისტული მედია მას აქტივისტ და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე “თავდამსხმელის მეგობრად” მოიხსენებდა და მის დასაცავად იყენებდა.
