“დავით მამაგეიშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი.
პირველ ფოტოზე ნინი ნაჭყებიას თმები უჭირავს და ასე ათრევს გოგოს!
მეორე ფოტოზე სანდრო სეხნიაშვილს ურტყამს ხელს სახეში, რომელსაც შემდეგ აკავებს კიდეც!”- წერს ლევან ზაზაძე სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.
10 სამოქალაქო აქტივისტი თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს მიმდებარედ წუხელ დააკავეს. თავდაპირველად საკრებულოს წინ მივიდა თორნიკე თოშხუა, რომელსაც ხელში ბანერი ეჭირა წარწერით: “ბიძინა *ლეა – კი, არა”. პოლიციამ თოშხუა ადმინისტრაციული წესით დააპატიმრა. მალევე დააკავეს მის მხარდასაჭერად იმავე შინაარსის ბანერებით ადგილზე მისული სხვა მოქალაქეებიც. შსს მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავება.
