Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს ტრანსპორტის სექტორში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

July 27, 2026
საქართველოს ტრანსპორტის სექტორში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

საქართველოს ტრანსპორტის სექტორში 2026 წლის ექვსი თვის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, – ამის შესახებ აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საზღვაო ნავსადგურებში/ტერმინალებში 2026 წლის ექვს თვეში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობის ზრდის პარალელურად, ზრდა დაფიქსირდა როგორც ყველა ცალკეულ ნავსადგურში/ტერმინალში, ასევე ყველა ცალკეული ტვირთის კატეგორიის მიხედვით.

„საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 22 პროცენტით გაიზარდა და 9.7 მლნ ტონა შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში, წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 409,397 TEU (ზრდა +9%), რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებულ ტვირთებს შორის ისეთი სახეობები აღმოჩნდა, რომლებიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არ გადაიზიდებოდა. ესენია, ფოლადისა და სხვადასხვა სახის მილები, ოქროსა და სპილენძის კონცენტრატები, აგრეთვე თხევადი ტვირთების რამდენიმე სახეობა. ასევე მკვეთრად მოიმატა სხვა ტვირთების მოცულობებმა.

2026 წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს რკინიგზისთვის – კომპანიის მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა ათი პროცენტით გაიზარდა და 6.9 მლნ ტონა შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება უშუალოდ 2026 წლის ივნისს, საქართველოს რკინიგზის მიერ ამ თვეში ჯამურად 12,049 TEU გადაიზიდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში თვიურ ჭრილში დაფიქსირებული ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდის პარალელურად, დადებითი ტენდენციაა ყველა ცალკეულ გადაზიდვების რეჟიმშიც – იმპორტში, ექსპორტში, ტრანზიტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში. ამასთან, რკინიგზამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა გადაზიდვებსაც ამჟამად ახორციელებს“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინეს – დაკავებულია 1 პირი
  • საცობი მცხეთაში, თბილისის შემოსასვლელში – ვიდეოს მოქალაქე სოციალურ ქსელში აქვეყნებს
  • “სასამართლოში არ დადასტურდა იოსებ სიგუას მხრიდან მეუღლეზე არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი…” – რას ამბობს იოსებ სიგუას ადვოკატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge