Tuesday, September 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

July 27, 2026
ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა ადრე თუ გვიან დასავლეთით მდებარე ტერიტორიებს დაკარგავს, რადგან მისი ტერიტორიული მთლიანობის გარანტი მხოლოდ რუსეთის ფედერაცია იყო.

„დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან უკრაინა დაკარგავს ამ დასავლურ მიწებს – რაც პოლონეთს ეკუთვნოდა, რაც უნგრეთს, რაც რუმინეთს ეკუთვნოდა – ადრე თუ გვიან, არა ხვალ, შეიძლება ზეგ, ერთი, ორი, 10, 15 წელი, მაგრამ ისტორიულად ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ ერთი გარანტი არსებობდა – რუსეთი“, – განაცხადა პუტინმა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის საზღვაო ფლოტის სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრაზე.

მისი მტკიცებით, უკრაინას დასავლეთით მდებარე ტერიტორია საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივნის, იოსებ სტალინის საჩუქარია.

„ყველაფერთან ერთად, არსებობს დასავლეთ უკრაინის ტერიტორია – იოსებ სტალინის საჩუქარი ომის შემდეგ. სტალინმა ეს მიწები უკრაინას საჩუქრად გადასცა, მაგრამ აჩუქა – ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში. როგორც ჩანს, თავშიც არასდროს მოსვლია, რომ შეიძლებოდა დღევანდელი სიტუაცია შექმნილიყო“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ თანამედროვე მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაეროს წესდების საფუძველზე ჩამოყალიბდა და ეს წესდება გამარჯვებულმა ქვეყნებმა – საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა შექმნეს.

„გაეროს წესდება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის საფუძველია; გარკვეული წესები დამყარდა. შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, გაეროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სახელმწიფომ, ამ საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ერთ-ერთმა შემქმნელმა (სსრკ) არსებობა შეწყვიტა. ცივი ომის ე.წ. გამარჯვებულებმა – არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, არამედ მთელმა კოლექტიურმა დასავლეთმა – მოულოდნელად გადაწყვიტეს, რომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო. რატომ უნდა სარგებლობდეს რუსეთი, რომელიც აღარ არის საბჭოთა კავშირი, იგივე შეღავათებით, რითაც მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებული ქვეყანა? და ასე დაიწყეს მათ მმართველობა“, – აღნიშნა პუტინმა.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა იუგოსლავიაში მომხდარი მოვლენები და განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები გაეროს წესდებას არანაირად არ შეესაბამებოდა.

„მათ უბრალოდ ჯინი ბოთლიდან გამოუშვეს. უფრო მეტიც, ისინი ჩვენ, მიხეილ გორბაჩოვს, დაგვპირდნენ, რომ ნატო-ს არ გააფართოებდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად, ერთ გაფართოებას მეორე მოჰყვებოდა. მათ არ აინტერესებდათ ჩვენი პროტესტი, ყველა მათი დაპირება და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები. ისინი განაგრძობდნენ ზეწოლას, ზეწოლას და საბოლოოდ უკრაინამდე მივიდნენ“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი გაიმარჯვებს. „ასე იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი“, – აღნიშნა პუტინმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არავის უკვირს, რომ „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, საქართველო აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგში”- რას ამბობს გიორგი შარშიძე
  • “უპასუხისმგებლობაა, როცა შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს ბრალს სდებს, რომ ევროკავშირი სიძულვილის ენას ახალისებს”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე
  • “საქართველო თავის საშინაო საქმეს აკეთებს, პოლიტიკური სიტუაცია ისე მომწიფდება, რომ კონსტრუქციულად შეგვეძლება, ევროკავშირში წევრობის მომავალზე ვისაუბროთ”- რას ამბობს ლევან მახაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge