თბილისის საკრებულოსთან, თავდაპირველად დაკავებული თორნიკე თოშხუას მხარდამჭერი აქციის დროს, პოლიციამ კიდევ 10 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს მეირ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეკავათ და შეურაცხმყოფელ ფრაზებს სკანდირებდნენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.
პოლიციელებმა აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.” – წერია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინვე, იმავე ტერიტორიაზე ბანერის გაშლის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს აქციების აქტიური მონაწილე თორნიკე თოშხუა.
