თბილისში, საბურთალოს რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია.
უწყების ცნობით, ბინაში შემთხვევის დროს ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს.
ცეცხლი კარტოზიას 6 ნომერში, m2-ის საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩნდა.
ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამაშველო სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
