Friday, July 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიტო სამხარაძე აცხადებს, რომ მზადაა ოქრიაშვილზე თავდამსხმელს თავდებში ჩაუდგეს

July 24, 2026
“ნიკო ხურცილავას წერილი წავიკითხე, რომელიც მისმა ადვოკატმა გამოაქვეყნა. პატრიოტი და ნამდვილი ქართველი კაცია…” – რას ამბობს დიტო სამხარაძე

დიტო სამხარაძე აცხადებს, რომ მზადაა ოქრიაშვილზე თავდამსხმელს თავდებში ჩაუდგეს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, სამხარაძე დაკავებულ ნიკო ხურცილავას „პატრიოტსა“ და „ნამდვილ ქართველს“ უწოდებს.

ნიკო ხურცილავას წერილი წავიკითხე, რომელიც მისმა ადვოკატმა გამოაქვეყნა. პატრიოტი და ნამდვილი ქართველი კაცია!

ვიცი, ჩემს ამ პოსტსაც სანაცეთი აიტაცებს და თავიანთი ლაჩრული ინტერპრეტაციებით მის დამახინჯებას შეეცდება, მაგრამ სიმართლეს, როგორც ადრე, ახლაც ვერ ჩაახშობენ და ვერც დაამარცხებენ! იმის თქმა, რომ ადამიანი ძალადობის მომხრეა, აბსურდია. შეუძლებელია, ვინმეზე ძალადობის სურვილი გაგიჩნდეს ყოველგვარი მიზეზისა და გამწარების გარეშე. არსებობს ზღვარი, რომლის გადაბიჯების შემდეგ იწყება პიროვნების, ადამიანის მოქმედება!

ჩემს ოჯახს ნაცების შპინგალეტების მხრიდან ძალიან ბევრი შეურაცხყოფა უნახავს. მათ შორის, პირდაპირ მემუქრებოდნენ ჩემი ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით. „არიქა, სამხარაძე გვაგინებს“, „გვემუქრება“, სწორედ მაშინ ასაჯაროებდნენ მსგავს განცხადებებს, როდესაც მათ პროპორციულ პასუხს ვუბრუნებდი.

ცდილობდნენ გავეტეხე, შევშინებულიყავი და გუნდისთვის მეღალატა, მაგრამ ასეთ სიამოვნებას ამ აგენტურას არასოდეს ვაღირსებდი. მათგან შემოტეულს ორმაგი ბრძოლით, დაპირისპირებითა და გაუტეხლობით ვპასუხობდი. პასუხს იღებდნენ მაშინაც და მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ! არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მე, ან „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრი თუ ამომრჩეველი, პირველი ყოფილიყო ვინმეზე გინების, მუქარის ან, მით უმეტეს, ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი.

ვერცერთ მსგავს ფაქტს ვერ დამისახელებთ! როდესაც ჩვენი ოჯახის წევრების ლიკვიდაციით გვემუქრებით, შეურაცხყოფას აყენებთ ჩვენს მეფეებს, საზოგადო მოღვაწეებს, ცდილობთ გარყვნილების პროპაგანდის დაკანონებას და ეკლესიას ლანძღავთ, ქართველებისგან შესაბამისი პასუხი არ უნდა გაგიკვირდეთ!!!

მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!

აგენტურა და მათი ურჯულო მეპატრონეები ვერ გადააშენებენ ამ ქვეყანას, სანამ არსებობენ ქართული სულისკვეთებისა და ღირსების დამცველი პატრიოტები! დიდება ჩვენს სამშობლო საქართველოს!“, – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: “ნოდარ დუმბაძეს აგინე… ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო”.

რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას “აშავებენ”, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.

თავდასხმა ონისე ოქრიაშვილზე – დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი
ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს ბრალს დღეს წარუდგენენ. “ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ გამოთქვა სურვილი, რომ დაკავებულს თავდებშ ჩაუდგეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩორჩანას საგუშაგოს ჩაბარება ივანიშვილს რუსებისთვის დიდი ხანია უნდა” – ოპოზიცია
  • რას ამბობენ “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მარიონეტული რეჟიმის მოთხოვნაზე, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით
  • პროკურატურამ ვერაზე მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge