“ყოველდღე ჩხუბი სად ნახეთ ამ მოწვევაში… ერთხელ ვიჩხუბეთ და იმას გადაგვაყოლეთ მოკლედ” [TV პირველი], – თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ჭეიშვილმა
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა 26 ივნისს დაპირისპირება საპარლამენტო ტრიბუნაზე გიორგი შარაშიძის სიტყვას მოჰყვა, რა დროსაც ქართული ოცნების დეპუტატები რეპლიკებს აკეთებდნენ. „უსინდისოები და უზრდელები თქვენკენ მოიკითხეთ. პრემიერი, რომელიც არის ქვეყნის კონსტიტუციით პირველი პირი, თავად აღიარებს, რომ პარტიაში მეორე კაცია. სამარცხვინო თქვენკენ მოიკითხეთ, თქვენ არაფერი მოგემატებათ ამ გამოძახილებით, ისევ ისეთივე არჩილ გორდულაძე იქნებით.“ – თქვა შარაშიძემ ხელჩართული ჩხუბის დაწყებამდე.
