ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას და მის გაჩუმებას, ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ანუარ ელ ანოუნიმ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ „ევროსკოპის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მან საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ტრიბუნიდან მიმართა და ვახო სანაიას და სხვა დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვა.
ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება, დევნის ან გადაჭარბებული შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას და მის გაჩუმებას, ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. საქართველოს ხელისუფლებამ „უნდა გაათავისუფლოს ვახო სანაია და ასევე ყველა, ვინც თვითნებურად არის დაკავებული“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
