Friday, July 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

July 24, 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ნებადართული იქნება 2026 წლის 22 აგვისტოდან 2027 წლის პირველ მარტამდე. ნადირობის უფლების მისაღებად აუცილებელია გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის – 10 ლარის გადახდა.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში. მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მათ შორის: ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. ნადირობა აკრძალულია ასევე სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვასა და სარგებლობაში არსებულ საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დასაშვებია მხოლოდ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული სანადირო იარაღით, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღით (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღით (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღით, ასევე სანადირო პნევმატური იარაღით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა
  • სუს-მა თბილისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
  • დიტო სამხარაძე აცხადებს, რომ მზადაა ოქრიაშვილზე თავდამსხმელს თავდებში ჩაუდგეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge