“ახლაც რომ შევიდეთ სოციალურ ქსელში, რა მოხდა გუშინ ხო, ერთ განხორციელებულ რაღაცა ნეგატიურ აქტზე როგორი თანხვედრა ერთიანი მესიჯბოქსისა… იქ შეიძლება ჟურნალისტი იყოს, აქტივისტი იყოს, პოლიტიკოსი იყოს, ხელოვანი იყოს, ჩვენდა სამწუხაროდ… ერთიანი ქსელია… დღეს გამოდიან და თურმე ინგრევა ქვეყანა და კრიმინალი გაიზარდა და ა.შ. ეს მიზანმიმართული… ის რომ არ უნდა ჩანდეს პოზიტივი, ის რომ ვერ დაინახოთ თქვენ როგორ ვითარდება რეალობაში ქვეყანა… რა თქმა უნდა, გამოწვევები ბევრია, მაგრამ ეს უნდა დაკნინდეს – ამის საპირწონედ ისეთი მოვლენები უნდა იყოს ზედაპირზე, რომ ეს პროგრესი უნდა დაკნინდეს…” – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის ეთერში და ვერაზე მომხდარ სროლასა და მკვლელობას გამოეხმაურა.
22 ივლისს გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც შსს-ს მიერ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს”.
