ქდიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა და ეზოები ქვა-ღორღით დაფარა. ადგილობრივების თქმით, სტიქია დაახლოებით 15 წუთიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
მოსახლეობა აცხადებს, რომ საფრთხეზე უკვე მეორე წელია საუბრობს და დამცავი ჯებირების მოწყობას ითხოვს. მათი თქმით, ყოველი ძლიერი წვიმა სოფლისთვის სერიოზულ პრობლემად იქცევა.
