Friday, July 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რას წერს რომან გოცირიძე

July 24, 2026
„მეწყერი დღითიდღე ძლიერდება, 30-მა ოჯახმა სახლები დატოვა…“ – რა ვითარებაა ხარაგაულში?

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა: ენგურის გარეშე საქართველოს ენერგეტიკა პრაქტიკულად არ არსებობს.
ენგურის კაშხალი და წყალსაცავი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო თავად ელექტროსადგური აფხაზეთში-რუსეთის კონტროლის ქვეშ. ეს ნიშნავს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილი ოკუპანტის ხელშია. ასეთ პირობებში ენერგეტიკული უსაფრთხოება მხოლოდ ეკონომიკის საკითხი აღარ არის-ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების აშენება. მზისა და ქარის ელექტროსადგურები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი სისტემის რეგულირების ფუნქციას ვერ ასრულებენ. ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭიროა ისეთი პროექტები, როგორიც იყო ხუდონი, ნამახვანი და ნენსკრა.
გუშინდელი გათიშვა, სავარაუდოდ, ავარიის შედეგი იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი „ავარიის“ პროვოცირება ოკუპანტს ნებისმიერ დროს შეუძლია.
ამ ფონზე განსაკუთრებით მძიმეა ის ფაქტი, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გააჩერა ყველა სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტი: ხუდონიდან წავიდა ინდოელი ინვესტორი, ნამახვანიდან-თურქული კომპანია, ხოლო ნენსკრას პროექტი კორეელმა ინვესტორებმა დატოვეს. შედეგი არის ის, რომ ქვეყანა კვლავ ენერგეტიკულად მოწყვლადი დარჩა.
ელექტროსადგურები მხოლოდ ეკონომიკური პროექტები არ არის. ისინი ენერგოდამოუკიდებლობის, სისტემის მდგრადობისა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია”, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში
ელექტროენერგია წუხელ თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა. ელექტროენერგია გაითიშა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. ავარიის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები – საკითხზე ანტიკრიზისული პლატფორმა 4 პარტიასთან ერთად მსჯელობს
  • “დილით, დაახლოებით 11:00 საათზე, F-16-ის რუმინელმა პილოტმა ჩამოაგდო დრონი…” – რას წერს რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი
  • “ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის თუ ჩვენი მეფეების ლანძღვა – ეს დაფინანსებული და მიზანმიმართული პროპაგანდაა”-ბექა ჩხაიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge