Friday, July 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

” იოსებ სიგუას არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, რა დროსაც სოფიო სიგუასთან დაფიქსირდა შემავალი ზარი…” – რას ამბობს იოსებ სიგუას ადვოკატი

July 24, 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუასა და მისი ყოფილი მეუღლის, სოფიო სიგუა-შატბერავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

იოსებ სიგუას არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, რა დროსაც სოფიო სიგუასთან დაფიქსირდა შემავალი ზარი – ტელეფონი ჩემს მფლობელობაში იყო, მე დამეჭირა ზარის გამშვებ სენსორზე ხელი, რის შემდეგაც ეს შევატყობინე იოსებ სიგუას, შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებსა და სოფიო სიგუას ადვოკატს, – ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას ადვოკატმა, თეონა გვაზავამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც იოსებ სიგუას ყოფილი მეუღლის, სოფიო სიგუა-შატბერავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

თეონა გვაზავას თქმით, როდესაც სოფიო სიგუა-შატბერავას ტელეფონში შემავალი ზარი დაფიქსირდა, ტელეფონი მის განკარგულებაში იყო და შეტყობინებებს ათვალიერებდა მტკიცებულებების მოპოვებისათვის, რის შემდეგაც ჯერ სამართალდამცავ ორგანოებს და შემდეგ კი სოფიო სიგუა-შატბერავას ადვოკატს, თამარ ლუკავას შეტყობინება გაუგზავნა აღნიშნული გარემოების შესახებ.

„23 ივლისს სასამართლოში ჩატარდა მორიგი პროცესი ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში, რა დროსაც სოფიო სიგუამ მოულოდნელად გააჟღერა ინფორმაცია, რომელიც არ იყო მტკიცებულებებში ასახული. მის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის გამომრიცხავი გარემოებები დაცული იყო იოსებისა და სოფიო სიგუების მიმოწერებში, შესაბამისად პროცესის დასრულების შემდეგ, იოსებ სიგუას თანხმობით, ვათვალიერებდი მის მობილურ ტელეფონში არსებულ მიმოწერებს და ვახორციელებდი მტკიცებულებების მოპოვების პროცესს, რა დროსაც შემთხვევით დამეჭირა ზარის გამშვებ სენსორზე. უმალვე გავთიშე გამავალი ზარი. აღნიშნული გარემოების შესახებ შევატყობინე მართლწესრიგის ოფიცერს, რომ ჩემს მიერ მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში შემთხვევით განხორციელდა გამავალი ზარი. შემდეგ დავუკავშირდი ქალბატონ თამარ ლუკავას, სოფიოს სიგუა-შატბერავას ადვოკატს. ვინაიდან გვიანი დრო იყო, მან მობილურ ტელეფონზე არ მიპასუხა, ამიტომ დავუტოვე წერილობითი შეტყობინება, სადაც ასახული იყო ის, თუ რატომ დაფიქსირდა სოფიო სიგუას ტელეფონზე შემავალი ზარი.

იოსებ სიგუას არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, რა დროსაც სოფიო სიგუასთან დაფიქსირდა შემავალი ზარი. ტელეფონი ჩემს მფლობელობაში იყო, მე დამეჭირა ზარის გამშვებ სენსორზე ხელის, რის შემდეგაც ეს შევატყობინე იოსებ სიგუას, შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებსა და სოფიო სიგუას ადვოკატს“, – განაცხადა თეონა გვაზავამ.

ინფორმაციისთვის, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას ყოფილი მეუღლე, სოფიო სიგუა-შატბერავა აცხადებს, რომ იოსებ სიგუამ მას გუშინ, გვიან ღამით დაურეკა, რითაც შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია, ამის გამო კი დაპატიმრებას მოითხოვს. როგორც სოფიო სიგუა-შატბერავა „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, იოსებ სიგუას ადვოკატმა, თეონა გვაზავამ მას განუმარტა, რომ თავად ათვალიერებდა „WhatsApp“-ის აპლიკაციას, რა დროსაც შემთხვევით დაერეკა, თუმცა ამას სოფიო სიგუა-შატბერავა ალოგიკურს უწოდებს, რადგან მისი თქმით, სასამართლო პროცესზე, რომელიც 23 ივლისს გაიმართა, იოსებ სიგუამ და მისმა ადვოკატმა, მოსამართლეს „WhatsApp“-ის მიმოწერის „200 ფურცლის სქრინი“ წარუდგინეს.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქურდობა თბილისში – რა ჩანს სათვალთვალო კამერის ჩანაწერში
  • თბილისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
  • “რაღაცა ერთი ნეგატიური აქტია” – რას ამბობს მიხეილ ყაველაშვილი ვერაზე მომხდარ სროლასა და მკვლელობაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge