Friday, July 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

როგორია ამ დროისთვის ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

July 24, 2026
როგორია ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ექიმის ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაეწერება – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შმაგი ჭიოკაძემ განუცხადა.

როგორც მედიკოსი განმარტავს, ახალგაზრდები თავს კარგად გრძნობენ და ქირურგიულმა ჩარევამ გართულებების გარეშე ჩაიარა.

„მოგეხსენებათ, 22 ივლისს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა ორი ახალგაზრდა, 17-18 წლის ბიჭები, რომელთაც მარცხენა მხრისა და მარცხენა მკერდის არეში ჭრილობები აღენიშნებოდათ, ჩაუტარდათ ოპერაციული მკურნალობა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დღეის მდგომარეობით, ორივე გააქტიურებულია, კარგად გრძნობენ თავს, ყოველგვარი გართულების გარეშე იქნა ოპერაცია ჩატარებული და დაახლოებით, ხვალ-ზეგ, გაეწერებიან ბინაზე“, – განაცხადა ჭიოკაძემ.

ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. “ალფა რომეოს” მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რას წერს რომან გოცირიძე
  • ” იოსებ სიგუას არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, რა დროსაც სოფიო სიგუასთან დაფიქსირდა შემავალი ზარი…” – რას ამბობს იოსებ სიგუას ადვოკატი
  • (no title)

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge