ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს 05:00-იდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში;
10:10-იდან 20:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჩანადირთკარი, საშაბურო, ლაზვიანი, ბოდორნა, მლაშე და მიმდებარე სოფლებში;
11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში – სოფელ დიღომში ჭელიძის, მაყაშვილის, დოლიძის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – სტეფანწმინდაში, არშაში, კარკუჩასა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
