Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება

July 23, 2026
მიხეილ სააკაშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას საზოგადოების დაშინების მცდელობად აფასებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მისივე შეფასებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მედიის დაშინებას, დამოუკიდებელი ჟურნალისტების ქვეყნიდან გაძევებასა და საზოგადოების კონტროლის გაძლიერებას გეგმავს.

“გუშინ ციხიდან ვერ მოვასწარი გამოგზავნა და მინდა გამოვეხმაურო ვახო სანაიას პატიმრობას. ძალიან სახიფათო მომენტი დადგა, ვახო ნამდვილი პატრიოტი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტელექტუალური მებრძოლი ჟურნალისტია. მე მასთან ვმეგობრობ და ასევე ახლო მეგობარი ვიყავი მისი უფროსი ძმის, მოკლული ცნობილი ჟურნალისტის, გიორგი სანაიასი.

ვახოს არჩევა რა თქმა უნდა დაშინებას და სხვებისთვის მაგალითის მიცემას ემსახურება, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს დიდი გეგმის განხორციელების დაწყებას. აქ არის ორი მიზანი, პირველი – დიქტატურა აპირებს ტელევიზიების მოხურვას და ამავე დროს აპირებს შეაჩეროს ჟურნალისტების სოციალურ მედიაში გადანაცვლების დაწყებული პროცესი. ზუსტად ისე როგორც რუსეთი, დიქტატორი უტოვებს ჟურნალისტებს ერთადერთ შანსს – წავიდნენ ევროპაში და იქიდან იმაუწყებლონ.

მოკლედ ვახო სანაიას, ნოდარ მელაძის, თეა ადეიშვილის, მათე კირვალიძის, გიორგი თარგამაძის, ინგა გრიგოლიას და სხვების ადგილი აღარ იქნება საქართველოში, სადაც მათ ჩამოსვლაც კი აეკრძალებათ. არამედ მათი ლოკალიზება მოხდება ვარშავაში, ამსტერდამში ან ვილნიუსში და ეს მომენტი დადგება მაქსიმუმ 2-3 თვეში. ყველა ჟურნალისტს დაუდგება ალტერნატივა, ან ციხე ან ემიგრაცია!

მეორე მიზანია მთლიანად საზოგადოების დაშინება. მაგალითად იგივე ჩემს ფეისბუქს თუ აიღებთ, ხალხის აქტიურობა, ნახვები, ლაიქები, გადაზიარებები სწრაფად იზრდება. გაჩნდა ახალი ბლოგები, პოდკასტები, რომელთაც ბევრი უყურებს და ალაიქებს და ვახოს და ალბათ მალე სხვა ჟურნალისტების ჩასმით, უნდათ ამის უკან მოტრიალება.

ხოდა თუ საზოგადოება მასიურ კონტრშეტევაზე არ გადავიდა, ტელევიზიებიც ძალიან მალე დაიხურება, ჟურნალისტებსაც გააძევებენ და ხალხიც კიდევ მეტად დაშინდება.

ამ ეტაპის გავლის და ჟურნალისტების უცხოეთში გაყრის შემდეგ, დიქტატურა გადავა შემდეგ ეტაპზე – ომს გამოუცხადებს უცხოეთში მყოფ ყველა მოქალაქეს, რომელთაც საარჩევნო უფლება უკვე ჩამოართვეს. შემდეგი იქნება მათი ქონების დაყადაღება და ჩამორთმევა საქართველოში, პასპორტის გაგრძელებაზე და სხვა საკონსულო მომსახურებაზე უარის თქმა, ზოგადად მათი მტრად გამოცხადება. ეს ყველაფერი უკვე ხდება რუსეთში.

ასე რომ ვახოს დაჭერა ბევრად მეტს ეხება, ვიდრე ვახოს, “ფორმულას” ან ზოგადად ჟურნალისტიკას. ჩვენ ვართ ძალიან სახიფათო გზაგასაყარზე და აქ მოქმედების გარდა ყველა სხვა არჩევანი დამღუპველია, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვიმედოვნებ, რომ ჭორაობის საფუძველზე გრიგოლ ლილუაშვილის მსჯავრდება არ მოხდება – რომეო მიქაუტაძე იქნება თუ ვინმე სხვა, გადამოწმების შედეგად უნდა დასტურდებოდეს ნებისმიერი ფაქტობრივი გარემოება, რაზეც ისაუბრებს”-გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • “არ არის არც საინტერესო, არც სერიოზული” – კობახიძე აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge