Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა

July 23, 2026
სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა

ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა. განყოფილების გახსნის ოფიციალურს ცერემონიას სხვა პირებთან ერთად ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი გერჰარდ კარნერიც ესწრებოდა.

Reuters-ის ცნობით, ავსტრიის ხელისუფლება წლების განმავლობაში აწარმოებდა სამართლებრივ დავას სახლის მფლობელთან, რაც 2016 წელს შენობის ექსპროპრიაციით დასრულდა. არსებობდა სახლის დანგრევის გეგმებიც, რათა ის ნეონაცისტების პილიგრიმობის ადგილად არ ქცეულიყო, თუმცა საბოლოოდ ამ იდეაზე უარი თქვეს და შენობაში პოლიციის განყოფილების განთავსება გადაწყვიტეს.

2020 წელს, როდესაც შენობის რეკონსტრუქციის კონკურსის შედეგები შეჯამდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის პოლიციის განყოფილებად გადაკეთებაზე 5 მილიონ ევროს დახარჯავდნენ.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ერთადერთი რამ, რაც ახლა იმას გვახსენებს, რომ ამ შენობაში ჰიტლერი დაიბადა, სახლის სიახლოვეს მდებარე მემორიალური ქვაა, რომელიც მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკიდან არის ჩამოტანილი და რომელზეც ამოტვიფრულია წარწერა: „ფაშიზმი – აღარასოდეს“.

ადოლფ ჰიტლერი ბრაუნაუ-ამ-ინში მდებარე სახლში, ზალცბურგის მახლობლად, 1889 წელს დაიბადა. სხვადასხვა წლებში ამ შენობაში განთავსებული იყო სკოლა, ბიბლიოთეკა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავშესაფარი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ინფორმაცია კლინიკიდან, სადაც 17 წლის მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებულია მოთავსებული
  • რუსი დეპუტატი ზატულინი კახეთის ინციდენტსა და გიორგი ჭიღლაძისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ეხმაურება
  • “ვიღაც გაურკვეველი სქესის აქტივისტები, უზრდელი მაწყევარი ქალები კომენტარებში დაეთრევიან და საზოგადოების უმრავლესობას ლანძღავენ და აგინებენ, გუშინწინ ქალი რომ დაასისხლიანეს მისი მარჯვენა რომ კოცნეს, გუშინ ონისე ნაცძლოკვს პასუხი ვინც მოსთხოვა მის სამუდამო დაჭერას ითხოვენ”-ქეთევან მიქიაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge