Freedom House ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის გამოტანილი ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობის განაჩენით შეშფოთებულია.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკის შემცველი ფეისბუკ-პოსტის გამო სანაიას დაპატიმრებას აფასებს მისი გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევად.
“სანაიას დაპატიმრება ბოლო ფაქტია მთავრობის მიერ თავისი კრიტიკოსების გაჩუმების შემაშფოთებელი მცდელობების სერიიდან”- წერს ორგანიზაცია და ვახო სანაიას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს.
