Wednesday, July 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ლელო – ძლიერი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

July 22, 2026
„ლელო – ძლიერი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

ვახო სანაიას დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება კრიტიკულ მედიას და განსხვავებულ აზრს. ჟურნალისტების მიმართ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება მათი პროფესიული საქმიანობისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, წარმოადგენს საგანგაშო ტენდენციას, – ასე ეხმაურება “ძლიერი საქართველო – ლელო” ჟურნალისტ ვახო სანაიას დაპატიმრებას.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნება” ქვეყანაში კრიტიკული აზრის წინააღმდეგ იყენებს მათსავე მიღებულ რეპრესიულ კანონებს.

“ძლიერი საქართველო – ლელო” გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავების ფაქტს და მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიასა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება.

ჟურნალისტი ვახო სანაია თავისუფალი სიტყვისთვის იზოლატორში აღმოჩნდა. ეს ფაქტი განსაკუთრებით მძიმეა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ჟურნალისტებისა და თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლების მიმართ ზეწოლისა და რეპრესიული პრაქტიკის შემთხვევები სისტემურ ხასიათს იღებს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება კრიტიკული აზრის წინააღმდეგ იყენებს მათ მიერვე მიღებულ რეპრესიულ კანონებს, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების მიზანმიმართულ დასუსტებასა და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებას ემსახურება.

ვახო სანაიას დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება კრიტიკულ მედიას და განსხვავებულ აზრს. ჟურნალისტების მიმართ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება მათი პროფესიული საქმიანობისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, წარმოადგენს საგანგაშო ტენდენციას.

“ძლიერი საქართველო – ლელო” სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც პროფესიული საქმიანობის ფარგლებში იცავს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და თავისუფალი სიტყვის უფლებას”, – აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ტრადიციული შაბათის მარშები ავლაბრის მეტროდან კანცელარიამდე გაიმართება
  • “ეს არის გონდაკარგული ხელისუფლება, რომელიც ძალადობით ტკბება“ – მიხეილ მშვილდაძე
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge