რუსეთის საწვავის ბაზარზე არსებული სირთულეები დროებითია და საერთო ეკონომიკურ დინამიკაზე გავლენას არ მოახდენს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„შიდა ეკონომიკის, მისი ძირითადი სექტორების მდგომარეობა სტაბილურია, მიუხედავად გარე მცდელობებისა, რომ საწვავისა და ენერგეტიკის სექტორში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ, – აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, რუსეთის მშპ მაისში 0.3%-ით გაიზარდა, 2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში კი – 0.2%-ით.
„ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის მშპ მაისში მოკრძალებული ტემპით, მაგრამ მაინც გაიზარდა და დადებით ზონაში დარჩა -ზრდამ 0.3% შეადგინა. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ზრდამ 0.2% შეადგინა“, – აღნიშნა პუტინმა.
