Wednesday, July 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობა“ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

July 22, 2026
„ნაციონალური მოძრაობა“ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ივანიშვილის მსახური ე.წ. მოსამართლის მიერ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის “ფეისბუქ-პოსტის” გამო დაკისრებული საპატიმრო სასჯელი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსი ოლიგარქი საქართველოში არა მხოლოდ ავტორიტარიზმის, არამედ სრულფასოვანი დიქტატურის დამყარების გზაზეა, – ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჟურნალისტ ვახო სანაიას დაპატიმრებას.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი ნაბიჯი “ქართული ოცნების” სისუსტისა და შიშის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა.

“ივანიშვილს ყველაზე მეტად თავისუფალი სიტყვის, კრიტიკული აზრისა და გამბედავი ადამიანების ეშინია. სწორედ ამიტომ ცდილობს სასამართლოს გამოყენებით დააშინოს ყველა, ვინც სიმართლეს ამბობს და რეჟიმს აკრიტიკებს. ვახო სანაია ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული ჟურნალისტია – ის არასდროს ერიდებოდა და ერიდება სიმართლის დაცვას და უმაღლესი პროფესიონალიზმით რეჟიმთან დაპირისპირებას, რაც არსებულ ვითარებაში განსაკუთრებულ გამბედაობას მოითხოვს.

მსგავს გადაწყვეტილებებს ძლიერი ხელისუფლებები არ იღებენ – დღევანდელი ნაბიჯი რეჟიმის სისუსტისა და შიშის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა. რაც უფრო მეტად ცდილობს ივანიშვილი საზოგადოების გაჩუმებას, მით უფრო აშკარა ხდება, რომ მას საკუთარი მოქალაქეების თავისუფალი აზრის ეშინია.

სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა პატრიოტს!” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მარნეულში კაცმა ოჯახის წევრები დანით დაჭრა
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge