Wednesday, July 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რესპუბლიკის მოედანზე ქვაფენილს აყრიან – როგორი იქნება განახლებული გამზირი

July 22, 2026
რესპუბლიკის მოედანზე ქვაფენილს აყრიან –  როგორი იქნება განახლებული გამზირი

„დღეს არ გიზიდავს ფეხით სიარული რუსთაველის გამზირზე – ახალი დიზაინით თითოეული საგზაო მონაწილესთვის ის თანაბრად კომფორტული იქნება,“ – ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახალი რუსთაველის გამზირი ყველაზე მაქსიმალურად ადაპტირებული და მორგებული იქნება.

„მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რუსთაველის გამზირი იყოს ადაპტირებული საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილისთვის და არა მხოლოდ მანქანებისთვის. ახლა ის მხოლოდ ავტომობილების გამზირია.

ადამიანებს არ შეუძლიათ ქუჩის გადაკვეთა თუ არ ჩავლენ მიწისქვეშა გადასასვლელში, რაც მერწმუნეთ, არამარტო მოხუცებისთვის ან ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, არამედ ჩვენთვისაც ძალიან არაკომფორტულია. არ გიზიდავს ფეხით სიარული ამ გამზირზე დღეს.

ახალი მულტიმოდელური დიზაინით, თითოეული საგზაო მონაწილისთვის – ეს იქნება ქვეითი, ველოსიპედის მგზავრი, ავტობუსის თუ მანქანის მგზავრი იქნება თანაბრად გადანაწილებული, ხელმისაწვდომი და კომფორტული,“ – განაცხადა მან.

ნინო ბაგაშვილის თქმით, განახლდება რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებიც

„აბსოლუტურად ახალ სიცოცხლეს შეიძენს მიმდებარე ქუჩებიც. კერძოდ, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის ქუჩა და ა.შ.“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია დედაქალაქის ცენტრალური გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს, 00:00 საათიდან დაიწყება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, 23 ივლისის, 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმის ქუჩაში 31 წლის კაცი ჩაცხრილეს – ახალი დეტლები
  • სროლა ბათუმში – პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან
  • Facebook და Messenger შეფერხებით მუშაობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge