Monday, September 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა ფეისბუქ-პოსტის გამო არის დისტოპია და დემონსტრაციული დასჯა” – საია-ს თავმჯდომარე

July 22, 2026
“ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა ფეისბუქ-პოსტის გამო არის დისტოპია და დემონსტრაციული დასჯა” – საია-ს თავმჯდომარე

ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა ფეისბუქ-პოსტის გამო არის დისტოპია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების პრინციპებთან – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საიას თავმჯდომარე, თამარ ონიანი წერს.

ონიანის შეფასებით, ეს არის დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯა, განხორციელებული იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც პერსონიფიცირებული მიზნით იქნა მიღებული კრიტიკული ხმების ჩასახშობად და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო ასეთი გადაწყვეტილებებით რეალურად რეპრესიული პოლიტიკის აღმასრულებლები არიან.
ეს აქტები მიღებულ იქნა არა საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად, არამედ კონკრეტული პოლიტიკური რეპრესიული მიზნების განსახორციელებლად.
მაინც, თუ ვინმეს კიდევ აინტერესებს, ფორმალური სამართლის მიღმა, რა შეუძლიათ სასამართლოებს, დავწერ:
სინამდვილეში, სასამართლო პრაქტიკის კონვენციური კონტროლი წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო ინსტანციების, არამედ ეროვნული სასამართლოების ფუნქციურ ვალდებულებასაც. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ პრაქტიკის კონვენციასთან შესაბამისობა. ამიტომაც, “კანონია ასეთი” ვერ ამართლებს ვერაფერს.
ვერანაირი სამართლებრივი, მორალური თუ პოლიტიკური არგუმენტი ვერ გაამართლებს ჟურნალისტის 14-დღიან პატიმრობას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო”, – წერს თამარ ონიანი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დააკავეს კაცი, რომელმაც მეგობარი ქალი სცემა
  • განახლებული სარჩელი, რომლითაც „ქართული ოცნება“ სხვა პარტიებთან ერთად გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის აკრძალვას ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა
  • ხაშურის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 5 წელია ახალ შენობას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც რემონტის გამო გადაჰყავთ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge