Wednesday, July 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შს სამინისტრო განმარტავს, რატომ მოითხოვეს ვახო სანაიას მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება

July 22, 2026
შს სამინისტრო განმარტავს, რატომ მოითხოვეს ვახო სანაიას მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება

სასამართლო სხდომაზე ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდარღვევის ქცევაზე – ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათის, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა, – ამის შესახებ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ჟურნალისტი ვახო სანაია იყო პირველი პირი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო პოლიტიკური პირის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მესამე ფაქტს ედავებოდა.

„სასამართლო სხდომაზე ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდარღვევის ქცევაზე. წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, მან გამოაქვეყნა „პოსტი“, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევით ქცევის განგრძობადობის მზაობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლო სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათის, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა.

რეალურად არ იყო დისტანცირება შეურაცხმყოფელი გამოხატვისაგან. ეს იყო ირონიული და შეფარული შეურაცხყოფის ფორმა, რითაც იგი თვითონ ავრცელებდა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს და თვითონვე ახორციელებდა ამის გავრცელებას. აქედან გამომდინარე, მისი ეს ვითომდა დისტანცირება ვერ იქნებოდა მიჩნეული პასუხისმგებლობისაგან გამომრიცხავ გარემოებად ვინაიდან, გამოხატვის თავისუფლების შეფასების დროს კონკრეტული გამონათქვამი ექცევა თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში მხოლოდ ლიტერატურულ და გრამატიკულ წყობას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა წინადადების შეფასებისთვის, არამედ მიზანს, კონტექსტს და შინაარსს, რაც ჩვენი მოსაზრებით, შეფასებული იქნა, როგორც შეურაცხმყოფელი გამოხატვა და სასამართლოს მიერაც აღნიშნული ამგვარად იქნა გაზიარებული“, – განაცხადა მარიამ კერესელიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ქართული ოცნება“ ხალხს კანონის სახელით ძარცვავს” – გიორგი სიორიძე
  • “ეს არის ვახო სანაიას პერსონალური დასჯა” – ეკა კვესიტაძე
  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge