უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა კრასნოდარისა და სტავროპოლის რეგიონებში რუსული არმიის ლოჯისტიკურ ობიექტებსა და ნავთობბაზაზე, ხოლო შავი და აზოვის ზღვების აკვატორიაში რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერსა და ოთხ სატვირთო გემზე წარმატებული დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი სანქციებით [დარტყმა] წარმატებით განადგურდა მნიშვნელოვანი სამიზნეები კრასნოდარისა და სტავროპოლის რეგიონებში – ლოჯისტიკური ცენტრები, რომლებიც ჩართული იყვნენ რუსული არმიის დრონების კომპონენტებით, სანავიგაციო აღჭურვილობითა და ეკიპირებით უზრუნველყოფაში, ასევე დარტყმა განხორციელდა მორიგ ნავთობბაზაზე. შავი და აზოვის ზღვების აკვატორიაში დაიბომბა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი და ოთხი სატვირთო გემი. მადლობას ვუხდით უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა ჩვენს მეომარს ამ შედეგებისთვის. სრულიად სამართლიანად ვაბრუნებთ ომს სახლში – რუსეთში. მშვიდობა აუცილებელია და უკრაინამ რუსულ მხარეს ყველა წინადადება მიაწოდა. საჭიროა [მტრის] იძულება, გადავიდეს დიპლომატიაზე. დიდება უკრაინას!” – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
