თბილისში კიდევ ერთი მშენებლობის ქვაბული იშლება. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
კერძოდ, მშენებლობა ლუბლიანას ქუჩის 42-44 ნომრებშია. მოქალაქეები თბილისის მერიას და დიდუბის რაიონის გამგეობას მიმართავენ.
“სანამ რამე საშინელება არ მოხდება,” – წერს თეა სესაძე და ვიდეოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ, თვის დასაწყისსში, თბილისში უხვი ნალექის შედეგად, ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სამშენებლო მოედანზე მიწა ჩამოიშალა.
