Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” განცხადებას ავრცელებს

July 21, 2026
„კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებას ავრცელებს
“დღეს, “კოალიცია ცვლილებისთვის“ სპეციალურ მიმართვას უგზავნის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს, რათა სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხი.
მას შემდეგ, რაც 17 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელეს სპეციალური მიმართვები სირიის პარლამენტისადმი, პოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო ცხადი გახდა:
• ევროკავშირი მზადაა სირიის დასახმარებლად, თუ ქვეყანა დაიცავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მათ შორის დაადასტურებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
•ამ ფონზე, ივანიშვილის რეჟიმი სტრატეგიულ მოკავშირედ აცხადებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ექვემდებარება კრემლს, რომელსაც ჩვენი მიწები აქვს ოკუპირებული. „ქართული ოცნება“ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
შეგახსენებთ, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ასადის რეჟიმის ცვლილებისთანავე, ოფიციალური წერილით მიმართა სირიის ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და მოითხოვა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმება. აგრეთვე ოფიციალური მიმართვა გაეგზავნა სირიის ელჩს გაეროში. კოალიციამ გამართა შეხვედრა სომხეთში სირიის ელჩთან და ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ვაყენებთ საკითხს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმება ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგის ნაწილი იყოს სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას.
დარწმუნებულნი ვართ, რომ აღნიშნული ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
აფხაზეთი საქართველოა!
ცხინვალის რეგიონი საქართველოა!” – ნათქვამია კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებაში
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ “„ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან იმუშაონ სირიის სახალხო კრებასთან [პარლამენტთან] და საერთო მიზნებისთვის იმუშაონ, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის დაცვისთვის ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებით, რომლებმაც აღიარეს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  • გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს
  • რა გახდა დედაქალაქის დატბორვის მიზეზი – ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge