“ქვეყანაში დგას რუსული შარდის სუნი” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტიკოსის პროცესის დროს განაცხადა.
მიხეილ სააკაშილი კახეთის სასტუმროში, ქორწილში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქვეყანაში “მთლიანად გაუარესდა ტურისტების ხარისხი და სრულიად ღორული დამოკიდებულება აქვთ ჩამოსულებს ქართველი ხალხის მიმართ”.
მისივე თქმით, ის, რაც კახეთის სასტუმროში მოხდა, არც შემთხვევითია და არც ერთეული.
ვნახეთ რა დამართეს ტურიზმის სფეროს. მთლიანად გაუარესდა ხარისხი და სრულიად ღორული დამოკიდებულება აქვთ ჩამოსულებს ჩვენი ხალხის მიმართ. ქვეყანაში დგას რუსული შარდის სუნი. იქ, სადაც თვითმარქვია ხელისუფლება დგას უკანა თათებზე და რუსეთს შეჰყურებს თვალებში და ცდილობს ყველა მისი სურვილი გამოიცნოს და შეუსრულოს, რათა ყოველკვირეულად ბინძურმა დედაკაცმა, ზახაროვამ შეაქოს მორიგ პრესკონფერენციაზე. ამ ზახაროვას რომ გადაეყაროს სადმე თავმოყვარე ქართველი, ასეთები კიდევ დარჩნენ ბევრნი და უხეშად გასცენ პასუხი, ესეც ქალებზე ძალადობად ჩაითვლება და მასზეც საქმეს აღძრავენ?
სადაც ასეთ ქვეყანაში გამოდიან რუსები, რომელსაც კაპიტულანტური ხელისუფლება ჰყავს, იქ ისინი რა თქმა უნდა ელიან, რომ თითოეული ქართველი უნდა იდგას მათ წინაშე უკანა თათებზე და შეუსრულოს მათი ნებისმიერი კაპრიზი, ჯერ გამოიცნოს და მერე შეუსრულოს. თუ ვინმემ გადაუხვია ამას, რა ტქმა უნდა, რუსების თვალსაზრისით, იმსახურებს ლანძღვასაც და იმსახურებს თავზე მოსაქმებასაც. ოღონდ აქ კიდევ არის ერთი რამ გასათვალისწინებელი, რაც უფრო დაუწვებით, რაც უფრო თავს დაიმცირებთ, რაც უფრო თავზე ნაცარს დაიყრით, მით უფრო დაგიძახებთ ველურს და მით უფრო გადაწყვეტს, რომ აუცილებელია რეგულარულად თავში თქვენთვის წამორტყმა. დიახაც, რომ ამათთვის თქვენ ხართ, დამცირებული საქართველო შედგება ველური პაპუასებისგან.
ის, რაც კახეთის სასტუმროში მოხდა, არც შემთხვევითია და არც ერთეული და ეს ყველამ იცის. შემოსეული ღორები გვექცევიან როგორც დაპყრობილ ქვეყანას, სადაც მოსულა ის, რაც მათთვის მათ ქვეყანაში არის შეუძლებელი.
ჩემ დროს არ იყვნენ რუსი ტურისტები? – მე გავუხსენი მათ საქართველოში უვიზო მიმოსვლა, მაგრამ რომელი რუსი გაბედავდა სააკაშვილის დროს ასეთი რამის გაფიქრებასაც კი და მშვენივრად იცოდა რა მოუვიდოდა… ესაა ქვეყანა, სადაც ის ჯარისკაცები, რომლებიც მათ შეერკინენ, ანწუხელიძე, მოიხსენიება პიარის სუბიექტებად და მისი ხსენება არ არის რეკომენდირებული, უნდათ, რომ დავიწყებას მისცენ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პროცესზე განაცხადა, რომ “სასამართლოშიც ძალიან მძაფრად ცემს რუსული შარდის სუნი”, რაზეც მას მოსამართლემ შენიშვნა მისცა.
ამ სასამართლოში ძალიან მძაფრად ცემს რუსული შარდის სუნი, ცემს როგორც შემადგენლობაში, ასევე ამ ბადრაგის მხრიდან, რომელმაც წეღან ბრძანება გასცა ჩემთვის ბორკილები მოეჭირათ ხელზე, კარგად. ეს არის რუსეთის დაკვეთა.
ასე, რომ მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, ჩვენ უნდა გავიდეთ თავისუფლებაზე, ჩვენ უნდა აღვიდგინოთ ჩვენი ღირსება, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სიამაყე იმიტომ, რომ ჩვენი სიამაყის მოკვლა იყო ივანიშვილისთვის და ამ ყველასთვის რუსეთის მთავარი დაკვეთა, დამცირება საქართველოსი და საქართველოს სიმბოლოების…
სანამ თქვენ მონები ხართ, ვერ დავმშვიდდები იმიტომ, რომ მეცოდებით.
მინდა გითხრათ, ან თავისუფლება, ან სიკვდილი და იქნება თავისუფლება და იქნება ჩვენი მტრის და მისი დამქაშების სიკვდილი, ამაში ეჭვი არ მეპარება იმიტომ, რომ ჩვენ ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“დიქტატურის წინააღმდეგ საჭიროა საზოგადოების გაერთიანება” – ამ სიტყვებით დაასრულა მიხეილ სააკაშვილმა თავისი მიმართვა, შემდეგ კი სასამართლო დარბაზი დატოვა.
- ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტიკოსის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. სხდომას დღეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თამარ კაპანაძემ კახეთის სასტუმროში, ქორწილის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებული, გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მას აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
რა მოხდა 18 ივლისს?
18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა – ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა – კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.
წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.
პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა.
