Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩემთვის მამაკაცის მიერ ქალბატონზე ძალადობა მიუღებელია, განურჩევლად იმისა, რუსია, უკრაინელი, ქართველი თუ არგენტინელი” – ლევან მახაშვილი თელავში მომხდარზე

July 21, 2026
“ჩვენ ლოდინის დიდი უნარი გვაქვს. ერთი წელი იქნება, ორი თუ რამდენი ხანიც დასჭირდა ამ პროცესს, ჩვენ მზად ვართ, მშვიდად დაველოდოთ იმ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება ამ ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა” – ლევან მახაშვილი აშშ-ზე

ჩემი აზრით, ამ კონფლიქტის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა – ჩემთვის მამაკაცის მიერ ქალბატონზე ძალადობა არის მიუღებელი! განურჩევლად იმისა, რუსია, უკრაინელია, ქართველია, არგენტინელია თუ ნებისმიერი ეროვნების თუ ეთნიკური წარმოშობის არის ეს ადამიანი – წერტილი! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადამიანურად მძიმე სანახავია, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ფიზიკურად ძალადობს ქალზე, განურჩევლად იმისა, რა უძღოდა ამ პროცესს წინ.

„ეს არის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი. ჩემი აზრით, ამ კონფლიქტის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. ადამიანურად ჩემთვის მძიმე სანახავია, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ფიზიკურად ძალადობს ქალზე, განურჩევლად იმისა, რა უძღოდა ამ პროცესს წინ. სხვა დანარჩენს გამოძიება დაადგენს და დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. აქ ყველაზე მეტად რაც მიკვირს, არის დუმილი იმ ე.წ. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა, რომლებიც სხვა შემთხვევაში პირველები გამოხტებიან ხოლმე წინა ხაზზე. ეს კარგად აჩვენებს მათ რეალურ სახეს – ისინი ქალთა უფლებებს კი არ იცავენ, სინამდვილეში რაღაც კონკრეტულ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს იცავენ”, – აღნიშნა მახაშვილმა.

ჟურნალისტმა ლევან მახაშვილს ჰკითხა, შეეცოდა თუ არა ბიჭი, რომელიც ახლა ამ საქმეში ბრალდებულია, რაზეც მან განაცხადა, რომ გამოძიება იტყვის თავის სიტყვას და საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი „რა მოხდა და როგორ დაიწყო“.

„გამოძიება იტყვის თავის სიტყვას და საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი რა მოხდა და როგორ დაიწყო.

მაგრამ, განურჩევლად იმისა, რა უძღოდა წინ, ჩემთვის ადამიანურად მძიმე სანახავი და მიუღებელია, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ძალადობს ქალზე.

გაბრაზებული იყო ორივე მხარე.

რაზე ვდავობთ ახლა? – ქალი, როდესაც რუსი არა ხარ, სხვა შემთხვევაში შეიძლება შენზე ძალადობა? ერთი წამით ვინმემ წარმოიდგინოს ამ ადამიანის ნაცვლად საკუთარი მეუღლე, საკუთარი ქალიშვილი, საკუთარი დედა, საკუთარი ნებისმიერი ვინმე”, – განაცხადა მახაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას ლევან მახაშვილმა აღნიშნა, რომ რთული სანახავია როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ქალზე ძალადობს.

„მე ვამბობ, რომ ადამიანურად რთული სანახავია ახალგაზრდა მამაკაცი როდესაც ძალადობს ქალზე – განურჩევლად იმისა, რა ხდებოდა მანამდე.

ჩემთვის მამაკაცის მიერ ქალბატონზე ძალადობა არის მიუღებელი! განურჩევლად იმისა, რუსია, უკრაინელია, ქართველია, არგენტინელია თუ ნებისმიერი ეროვნების თუ ეთნიკური წარმოშობის არის ეს ადამიანი. წერტილი!“, – განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, როცა რუსი ტურისტი ქართველებს უწყობს პროვოკაციას, ამაზე რა პოზიცია აქვს, მახაშვილმა აღნიშნა, რომ „ახალგაზრდა მამაკაცი როცა ძალადობს ქალზე, იქ ეთნიკურობა, თმის ფერი, თვალის ფერი, ყურის ზომა, ცხვირის ზომა და კბილების რაოდენობა აბსოლუტურად არ არის საინტერესო.“

„აქ რუსობაზე არ არის საუბარი. ახალგაზრდა მამაკაცი როცა ძალადობს ქალზე, იქ ეთნიკურობა, თმის ფერი, თვალის ფერი, ყურის ზომა, ცხვირის ზომა და კბილების რაოდენობა აბსოლუტურად არ არის საინტერესო. თუ თქვენთვის ეს მნიშვნელოვანია და თუ შეიძლება რუს ქალზე ცემა, შავგვრემანის ცემა, ყავისფერ თვალებიანის ცემა და ერთკბილ დაკლებული ქალის ცემა, აქ მე მგონი ყველაფერი დამთავრებულია“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა. ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუს ტურისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ქალს. თავის მხრივ, ბრალდებულიც მიუთითებს ყელის არეში დაზიანებაზე.

მომხდარის გამო სამართალდამცავების მიერ დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თელავში ერთმანეთს ჯიპი და მოპედი შეეჯახა – რა ვითარებაა ადგილზე
  • 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც “ზეკარის წყაროების“ 100 %-იანი წილი მოტყუებით მიისაკუთრა
  • პირს, რომელმაც სამხედრო სამსახურისგან თავის ასარიდებლად წვევამდელებისგან მოტყუებით თანხა მიიღო, ბრალი დაუმძიმდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge