Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს ე.წ. ბრალეულობასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო” – პაატა მანჯგალაძე

July 20, 2026
“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს ე.წ. ბრალეულობასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო” – პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე წერილს აქვეყენბს, სადაც ყოფილ კოლეგებს, ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და შალვა პაპუაშვილს.

მანჯგალაძე სთხოვს მათ, ვიდრე მის ბრალეულობაზე დაიწყებენ საუბარს, მოსამართლე ხუსკივაძის ის განაჩენი წაიკითხონ, სადაც მისი ბრალეულობისა და 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორობის მთავარ მტკიცებულებად 2024 წლის 20 და 24 ოქტომბრის მისი განცხადებები მიიჩნია.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს ე.წ. ბრალეულობასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო. ალბათ იცით, რომ მთელი რვა თვე აკრძალული მქონდა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. ახლა ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ ჩემს ყოფილ კოლეგებს: ბატონ ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და შალვა პაპუაშვილს – ნუ, სხვებსაც, მაგრამ ამათ პერსონალურად.

ვიდრე ჩემს ბრალეულობაზე დაიწყებთ საუბარს, დამაბრალებთ იმას, რაც არ ჩამიდენია და მერე რუანდის კონვენციური დანაშაულის ე.წ. ქეისით გაამართლებთ ჩემს დაკავებას, იქნებ მანამდე თქვენი „მიუკერძოებელი“ მოსამართლის, ხუსკივაძის ის განაჩენი წაგეკითხათ, სადაც ჩემი ბრალეულობისა და 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორობის მთავარ მტკიცებულებად 2024 წლის 20 და 24 ოქტომბრის ჩემი განცხადებები მიიჩნია? მოსამართლემ განაჩენში, როგორც მთავარი მტკიცებულება, რამდენჯერმე მოახდინა ამ განცხადების ციტირება 27 და 57-ე გვერდებზე და ე.წ. ბობლდით (მსხვილი შრიფტით) გამოყო განცხადების ის ნაწილი, სადაც ვსაუბრობ:

„საქართველოს გამარჯვება იწყება მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანი ირწმუნებს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ ბევრნი ვართ. დღეს ყველანი აქციაზე და 26 ოქტომბერს ყველანი ისტორიულ არჩევნებზე!” (ციტატის დასასრული).

ბატონო ირაკლი, ბატონო მამუკა, შალვა, მე მგონი, შინაარსიდანაც ნათელია, თუ რა ეჭვმიუტანელ მტკიცებულებაზეა საუბარი, რა სამართლებრივი ან ლოგიკური კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას ჩემი ბრალეულობის მტკიცებასთან და საერთოდ, ვისი ბრალეულობის მტკიცებულებაა ეს, როცა ამ სტანდარტით 7 წლით უპირებ ადამიანს თავისუფლება წაართვა?

პირად საკითხებზე არასდროს შემიწუხებიხართ და იქნებ ახლა საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?

უდიდესი პატივისცემით მივმართავ ჟურნალისტებს, რომლებთანაც, როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა: იქნებ ეს ჩემი განცხადება გაავრცელოთ და ამის შესახებ პირადად ჰკითხოთ აღნიშნულ პირებს, – წერს მანჯგალაძე წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თელავში ავტომობილი და მოპედი ერთმანეთს შეეჯახა – რა ვითარებაა ადგილზე
  • 2026 წლის პირველ ექვს თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 148 მლნ ლარი შევიდა
  • “სირიის მიერ აღიარების შესაძლო გადახედვა შიდა საქმეებში ჩარევაა” – დე ფაქტოს პასუხი ევროკავშირს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge