Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

თაზო დათუნაშვილმა საზოგადოებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ „ტყუილების სია“ წარუდგინა

July 20, 2026
თაზო დათუნაშვილმა საზოგადოებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ „ტყუილების სია“ წარუდგინა

„ქართული ოცნება“ მოქალაქეებს 10 წელია ატყუებს. ჩანს, რომ ახალი დაპირება, 2029 წელს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე არ შესრულდება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ამასთან, დათუნაშვილმა საზოგადოებას გააცნო „სია ტყუილებისა“, რომელიც, მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, გასული წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მოისმინეს.

„ეკონომიკის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტს ეფექტიანი განვითარებისთვის სწორად დაგეგმილი გენერალური გეგმა სჭირდება და პროექტის განხორციელება ამაზეა დამოკიდებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას აქვს ერთი კონკრეტული გენერალური გეგმა, რომელსაც ჰქვია ანაკლიის პორტის განადგურების გეგმა და მას ზედმიწევნით ეტაპობრივად ასრულებს. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს უნდა გახსნილიყო და პირველი გემი მიეღო ანაკლიის პორტს. „ოცნების“ ხელისუფლებისგან კი დღემდე მხოლოდ გეგმებსა და დაპირებებს ვისმენთ. ხელისუფლება საზოგადოებას ისევ განვითარების პერსპექტივაზე ესაუბრება, საქართველოს მოქალაქეებს კი ძალიან კარგად ახსოვთ ათობით ტყუილი და ფუჭი დაპირება ამ გეგმის განხორციელებაზე. 10 წლის შემდეგ ისევ პერსპექტივაზე, ახალ გეგმებსა და ნაბიჯებზე საუბარს ვისმენთ იმის მაგივრად, რომ პორტი ფუნქციონირებდეს ან მინიმუმ სამუშაოები დასკვნით ეტაპზე მისული იყოს. შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საზოგადოებისთვის წარდგენილი ჰქონდა პორტის განვითარების გენერალური გეგმა, ე.წ. „მასთერ ფლენი“ [master plan], რომელიც 52 წლიან პერსპექტივაზე, 20 ათასამდე დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნაზე და 60 მილიარდი აშშ დოლარის გენერირებაზე იყო გათვლილი. „ქართული ოცნება“ კი მოქალაქეებს 10 წელია ატყუებს. აქედანვე ჩანს, რომ ეკონომიკის მინისტრის ახალი დაპირება 2029 წელს პორტის მშენებლობაზე არ შესრულდება. „ქართული ოცნება“ წლებია მანიპულირებს თარიღებით და ახლა მინდა არასრული სია წარმოგიდგინოთ იმ ტყუილებისა, რომელშიც უკვე დაიკარგა მოქმედი ხელისუფლება: 2022 წელს ლევან დავითაშვილმა განაცხადა ანაკლიის პორტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყებაო. შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წელს განაცხადა, სამუშაოები წელს დაიწყება ოქტომბერშიო. შემდეგ ამავე წელს ისევ ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2024 წლის მარტი-აპრილის თვეს არ გადასცდება, ხოლო 2024 წელს უკვე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული და ივნისში სამუშაოებს დავიწყებთო, აგერ, ივნისიც გავიდა ივლისშიც ვართ და სამუშაოები ისევ არ დაწყებულა. ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ არაერთხელ წარადგინა ინვესტორიც, პარტნიორიც, ქვეკონტრაქტორიც, დირექტორიც და პრეზიდენტიც, თუმცა საბოლოოდ შედეგი კვლავ ერთი და იგივე რჩება, პორტი არ შენდება. სწორედ ამიტომ ჩნდება ერთი მთავარი კითხვა, პროექტის განხორციელებას იმ ვადებში, რომელიც თავად ხელისუფლებას ჰქონდა წარდგენილი, რა უშლიდა ხელს? რა ეტაპზე მოიტყუეს? თუ არ მოიტყუეს, მაშინ რა ეტაპზე ვერ შეძლეს დაპირების შესრულება? ამ ყველაფერზე ერთი და იგივე პასუხია, პრობლემა არ არის არც ერთ ტექნიკურ საკითხში პრობლემა არის პოლიტიკურ ნებაში და კონკრეტულად პოლიტიკური ნების არ არსებობაში, პრობლემა არის რუსულ ინტერესში, რომელსაც ემსახურება ივანიშვილის ხელისუფლება და ეს დავალება ჟღერს ძალიან მარტივად – ანაკლიაში პორტი არ უნდა აშენდეს. დღეს როდესაც მთელ მსოფლიოში მიდის სატრანსპორტო დერეფნების ხელახალი გადანაწილება, საქართველო კარგავს უნიკალურ შანსს. ყოველი დაკარგული თვე ამ ქვეყნის ეკონომიკის ინტერესების ხარჯზე გადის. ეს ნიშნავს დაკარგულ ინვესტიციებს, დაკარგულ სამუშაო ადგილებს, შემცირებულ კონკურენტუნარიანობას და დაკარგულ შანსს, რომ საქართველო ერთ თაობაში შევიდეს მდიდარი და განვითარებული სახელმწიფოების რიცხვში. ანაკლიის პორტი არ არის კონკრეტული ხელისუფლების ახირება ან რომელიმე კონკრეტული პიროვნების ინტერესი. ანაკლიის პორტი არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესი. ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს, მაგრამ სანამ განხორციელდება მომავალში და არა ამ ხელისუფლების პირობებში, ამ ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს, რაც ჩაიდინა და რის გამოც პორტი არ აშენდა. გასცეს პასუხი მხოლოდ ერთ კითხვას – ვინ არის პასუხისმგებელი იმ მილიარდებზე, რომელიც უნდა მიეღო საქართველოს ბიუჯეტს და შესაბამისად, მოხმარებოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც დღემდე არ მიუღიათ ის და ქართული ოცნების პირობებში ვერასდროს ვერ მიიღებს. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი ქართველი ხალხისა და ინტერესების წინაში?“ – განაცხადა დათუნაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქალაქის დატბორვაზე პასუხისმგებელი სწორედ კახა კალაძეა” – ოპოზიციის განცხადება
  • ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილისა და პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
  • “სტუმართმასპინძლობა დაუწუნებიათ ჩვენთვის” – რას წერს გიორგი კეკელიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge