შალვა ნათელაშვილი კახა კალაძის მიერ დონალდ ტრამპის წერილზე გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება:
“კი, კი, აუცილებლად შეცვლის და სანქცირებულ ივანიშვილს დაამატებს ამ ძალად გასვეტებულ, ტუჩდაბერილ ყაჩაღს” – წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და პასუხობს კალაძეს, რომელმაც თქვა: “დონალდ ტრამპის წერილს პოზიტიურად ვაფასებთ – ვფიქრობ, აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას შესწევს იმის ძალა, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო, მარტივად შევცვალოთ”.
