ნინო ნადირაძე თელავში, ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ჩემს დაბადების დღეზე, მარტში, გადავწყვიტე გავრიდებოდი ქალაქს და” ყვარლის ტბაზე” წავედი მეუღლესთან და რამდენიმე მეგობართან ერთად. ჩვეულებრივი სადილით შემოვიფარგლე, ტორტიც კი არ ყოფილა.
ფოიეში ფარულად გადამიღეს ფოტო ერთ-ერთი არასამთავრობოს წარმომადგენელმა ტექსტით, ჩაფურთხების რატომ არ შეეშინდაო და რატომ იღიმისო საერთოდო, ალანძღვინა ბოლო სიტყვებით ჩემი თავი ჩამფურთხებელთა კასტას ფბ-ზე, და სასტუმროს მენეჯერი, რომელიც ამ თემს წარმოადგენდა, საერთოდ დაიმალა.
მე რომ ეგ “ქალები” მეცემა, ხომ გადამცემდნენ ჰააგას? მეც ჩავიწერე მათი თავდასხმა ტელეფონზე.
P.S. იმ დღეს რუსების ქორწილი იყო სასტუმროში, ხმა არავის არ ამოუღია, არც ამ აღშფოთებულ ჩამფურთხებლებს.
აა, ხო, ფულს ხომ სუნი არ აქვს, რა თქმა უნდა ჩემი ფეხი აღარ იქნება მაგ სასტუმროში” – წერს ნინო ნადირაძე.
