სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ აგრძელებს შეხვედრებს რეგიონებში მოსახლეობასთან. 20–22 ივლისს კამპანიის ჯგუფი მიდის გურიაში.
კამპანიის წარმომადგენლების თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანია მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, მათი პრობლემების, საჭიროებებისა და მოსაზრებების მოსმენა, ასევე ქვეყნისა და რეგიონის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევებზე ღია დიალოგის წარმართვა.
ცნობილია, რომ 20-22 ივლისს კამპანიის მონაწილეები, ოზურგეთი რაიონი სოფლებში შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, გაესაუბრებიან მათ ყოველდღიურ გამოწვევებს, სოციალურ, ეკონომიკურ და დემოკრატიულ საკითხებს და კამპანიის მიზნებსა და ხედვას გააცნობენ.
21 ივლისს გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ სამოქალაქო ჯგუფებთან და აქტიურ მოქალაქეებთან. მონაწილეები იმსჯელებენ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
