ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„სამშაბათს, 17:00 საათზე დაიწყება ნატა ვიბლიანის გამოკითხვა. ნატა დეტალურად უპასუხებს დასმულ ყველა კითხვას. აღიდგენს ყველა მნიშვნელოვან ფაქტს. ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს, რათა სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს ამ უმძიმეს საქმეზე! ყველა კითხვას პასუხი გაეცემა მტკიცებულებებით და არა ჭორებით. დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან!P.S. დაუშვებელია,ნატა ვიბლიანის ტრაგედია ვიღაცამ კუთხური შუღლის გასაღვივებლად გამოიყენოს!ვხედავ, რომ დამნაშავეების სათანადო დასჯით ყველაზე მეტად სწორედ სვანები არიან დაინტერესებულნი!ნატას ტრაგედია არის არა მხოლოდ ერთი ადამიანის ან სოფლის, არამედ- მთელი ქვეყნის ტრაგედია. ყველას გასაგონად კიდევ გავიმეორებ- სასტიკი დანაშაულის ჩამდენები პასუხს აგებენ მხოლოდ სამართლებრივად! ძალიან მკაცრად!“ – წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
