გორში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ნათესავები საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს – როგორც “პირველებს” ირმა ამბარდნიშვილი ეუბნება, ის აპირებს გამოძიებას ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს.
გარდაცვლილი დედა-შვილის ნათესავის ინფორმაციით, ჯერ გამოძიებას დაკავებული რევაზ ელიზბარაშვილის ცოლი და შვილები გამოკითხული არ ჰყავს.
“ყველა უნდა მიეცნენ პასუხისგებაში” – ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილის ოჯახი ბრალდებულ პირთა წრის გაზრდას მოითხოვს
არც ის ბავშვები, არც ეს ცოლი, არც ის ბიძა – არავინ არ ჰყოლიათ დაკითხვაზე. მე გუშინ ვილაპარაკე ამ ტემაზე და დღეს არვიცი თუ დაკითხეს. პროკურატურაში დაბარებული ვარ, მვიალ და გავრკვევ ყველაფერს. დღეს ვერ მივალ ახლა და მომდევნო დღებში აუცილებლად მივალ. არ ვაპატიებთ. მართას და ანას სიკვდილი უნდა იყოს საბოლოო საქართველოში, რომ ქვეითად მოსიარულეები, ბავშვები ასე აღარ დაიხოცონ. კანონი უნდა გამკაცრდეს და მთვრალი როცა დაჯდება საჭესთან, ვინც იქნება ამასთან ერთად მანქანაში, ისინიც უნდა დაისაჯონ”, – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.
როგროც “პირველებს” ეუბნებიან გამოძიებას ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოღებული აქვს, ამიტომაც ახლა, უწყებას არ უნდა გაუჭირდეს იმის დადგენა, თუ ვინ იჯდა იმ მანქანაში, რომელიც დედა-შვილს დაეჯახა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გორში საგზაო მოძრაობა უკონტროლოა – ხალხი საუბრობს ასევე ე.წ. დრიფტებზეც.
მე როგორც ვიცი, გამოძიებას აქვს არაერთი გარე დაკვირვების ვიდეოდან ჩანაწერები ამოღებული. რამდენიმე ჩანაწერი, რომელიც არცკია გასაჯაროებული, მეც კი მაქვს ნანახი. ოჯახისგან ვიცი, რომ ყველა კამერის ჩანაწერი ამოღებულია, შესაბამისად, საგამოძიებო უწყებებისთვის არ არის რთული დაადგინოს, ვინ, რა დროს რომელ მანქანაში იჯდა.
ქალაქში ყველა ზებრა წაშლილია. ყველა ზებრა გადასასვლეზე საფრთხე იქმნება. და კიდევ, ე.წ. მოდრიფტავეებს შეიძლება მხოლოდ ერთი-ორი დღე ეყოთ გასაჩერებლად. ყველა უბნიდან თიტქმის ყოველ ღამე იწერება, რომ აი, ჩემს უბანში რბოლა იმართება. აგერ დგას საპატრულო პოლიცია, რას აკეთებენ, ეს თუ არ აღკვეთეს, ეს არ იქნება ბოლო მსხვერპლი”- ამბობს ადგილობრივი.
ოჯახი დამნაშავეთა წრის გაზრდას და მათ უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. დედა-შვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მანქანას სავარაუდოდ, დაკავებული რევაზ ელიზბარაშვილის არასრულწლოვანი შვილი მართავდა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა. მომხდარზე დაკავებულია რევაზ ელიზბარაშვილი.
