ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედია–ჯაპანის გზის მონაკვეთზე.
„საშინელება იყო. არიან დაშავებულები. გზა ნაწილობრივ ჩაკეტილია“, – ამბობს ინფორმირებული წყარო. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ქუთაისში გადაჰყავთ. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
