Saturday, July 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ხელოვანები ამბობენ, რომ “რიყის დოქების” დანგრევით “ოცნება” დასავლეთთან კავშირების და “მეხსიერების წაშლას” ცდილობს

July 18, 2026
ხელოვანები ამბობენ, რომ “რიყის დოქების” დანგრევით “ოცნება” დასავლეთთან კავშირების და “მეხსიერების წაშლას” ცდილობს

ხელოვანები ამბობენ, რომ ხელისუფლება “რიყის დოქების” დანგრევით “მეხსიერების წაშლას” ცდილობს და დასავლეთზე “ორგანიზებულ შეტევას” ახორციელებს.

ეს რომ ყოფილიყო რუსი არქიტექტორის მიერ აშენებული, გადაიქცეოდა მსოფლიო ხელოვნების მწვერვალად …- ამბობს “პირველებთან პროფესორი ქეთი ქურდოვანიძე

ეს არის მეხსიერების წაშლა. როდესაც ახალი რეჟიმები მოდიან სახელმწიფო სათავეში, ისინი პირველ რიგში ატარებენ მეხსიერების პოლიტიკას და ყველა იმ არტეფატს, თუ ხელოვნების ნიმუშს და ძეგლს ანადგურებენ. ეს რომ ყოფილიყო რუსი არქიტექტორის მიერ აშენებული, ეს გადაიქცეოდა მსოფლიო ხელოვნების მწვერვალად. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის დასავლეთზე ორგანიზებული შეტევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგენტი და ქართველების ცნობიერებიდან დასავლეთის კულტურის ამოშლის მცდელობა”, – ამბობს პროფესორი ქეთი ქურდოვანიძე.

ანალოგიური პოზიცია აქვს რეჟისორ ბესო სოლომონაშვილსაც – ხელოვანი ამბობს, რომ ახლა “ოცნება” რიყის დოქების დანგრევით დასავლეთთან კავშირების წაშლას ცდილობს.

რეჟისორი იხსენებს 37 წლების შემთხვევას, როდესაც ბერიამ მარჯანიშვილის მოედანზე გერმანული ტაძარი დაანგრია.

მართლა დაახლოებით ის არის, რაც ბერიამ გააკეთა 37-იან წლებში, როდესაც მარჯანიშვილის მოედანზე უზარმაზარი გერმანული ტაძარი – კირხე დაანგრია. როდესაც ხდება მახსოვრობის წაშლა, ბმების წაშლა იმ სამყაროსთან, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა ბერია მაშინ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად შეგნებული და ეს თუ გავა, ამას მოყვება სხვა რაღაცებიც. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება წაშლა კავშირების დასავლეთთან, რომ დასავლური კულტურა არის ცუდი – მერე ალბათ ამას მოჰყვება ხიდი და სხვა რაღაცებიც”, – ამბობს რეჟისორი ბესო სოლომონაშვილი.

იტალიელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ შენობაზე ნგრევის ნებართვა გაცემულია, მაგრამ არსებული ინფორმაციით, მერიას ახალი პროექტი ჯერ არ მიუღია. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის რომ დანგრეულის ადგილას უნდა აშენდეს სასტუმრო კომლექსი.

ხელოვნებადმცოდნე თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით, პარკის დაახლოებვით 14 000 კვ. მიწა გადადის კერძო ინვესტორის ხელში, რომელიც რიყეზე სასტუმროს ააშენებს.

ვეწინააღმდეგები მის ასე დანგრევას და გადაყრას. ეს არის მართლაც სახელოვანი იტალიელი არქიტექტორის ნამუშევარი და ალბათ ყვველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ქალაქის მთავრობას თავად მოეძებნა ადგილი და თავად გადაეტანა, იმიტომ, რომ არცერთი ინვესტორი ამას არ გადაიტანს დამოუკიდებლად და ის ტერიტორია, რაზეც შენობა დგას უნდა მიერთებოდა რიყის პარკს. ახლა მივიღეთ ასეთი მოცემულობა, რომ გაიყიდა პარკის ნაწილი პრაქტიკულად, რადგან 14 000 კვ. მიწა მიყვა ამ დოქებს.

პარკს ჩამოეჭრება ნაკვეთი და გადაეცემა კერძო ინვესტორს და ის რა თქმა უნდა, ააშენებს შემდეგ სასტუმროს ან რაიმე სხვა ტიპის ობიექტს – ამბობს თამარ ამაშუკელი.

თბილისის მერიამ “რიყის დოქების” დანგრევაზე თანხმობა გასცა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტერიტორიის ახალ მფლობელს შესაბამისი მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ დაუკმაყოფილა.

უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, “რიყე დომ” 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილი გორში დაკრძალეს
  • ინდოეთმა კოსმოსში პირველი კერძო ორბიტალური რაკეტა გაუშვა
  • ეს არის პოლიტიკური რევანში – არქიტექტორი “რიყის დოქების” დანგრევის გადაწყვეტილებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge