18 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
სოხუმში მზიანი დღეა მოსალოდნელი, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მცირე წვიმას ელოდებიან. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +12 იქნება.
ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +28 იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ომალოში იწვიმებს. დღისით +24 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც მცირე ნალექია ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
მცირე წვიმაა გურჯაანშიც, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ხანმოკლე წვიმაა, დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც ნალექიანი დღეა. დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ხანმოკლე წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
