Friday, July 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“კაცის ჯანმრთელობის საკითხი წყდება და არაა საჭირო პოლიტიკური სარჩულის მიკერება” – რას ამბობს გვარამია ზოდელავაზე

July 17, 2026
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

კაცის ჯანმრთელობის საკითხი წყდება და არაა საჭირო პოლიტიკური სარჩულის მიკერება, თან მისი თანხმობის გარეშე. მეტიც, ის თავად კატეგორიული წინააღმდეგია ამის, – ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც გვარამია წერს, ზოდელავას მდგომარეობა ახლა სტაბილურია და იმედოვნებს, რომ სიტუაცია ნორმალურ კალაპოტში წარიმართება “პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე”.

“გუშინ ვიყავი მურთაზ ზოდელავასთან შესული “ვივამედში”. ჩემი უახლოესი მეგობარია, მისი მეჯვარე ვარ და შვილის ნათლია. რამე განცხადება საჭირო რომ ყოფილიყო, გააკეთებდა ოჯახი სხვისი დახმარების გარეშე. კაცის ჯანმრთელობის საკითხი წყდება და არაა საჭირო პოლიტიკური სარჩულის მიკერება, თან მისი თანხმობის გარეშე. მეტიც, ის თავად კატეგორიული წინააღმდეგია ამის, მათ შორის და პირველ რიგში, იმიტომ, რომ მისი ხანდაზმული მშობლებისთვის ეს საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და საჯარო წყაროებით ამგვარი ინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

მურთაზი თავს ნორმალურად გრძნობს. კლინიკა ძალიან ყურადღებიანია მის მიმართ და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში წარიმართება პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე”, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შესახებ ინფორმაცია მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, პოლიტიკოსმა ინსულტი ორჯერ გადაიტანა. “ჩვენი თანამებრძოლი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს “ვივამედში” ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო – გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “როგორც თვითმხილველები ამბობენ, საჭესთან რევაზ ელიზბარაშვილის მცირეწლოვანი შვილი იჯდა, თვითონ იბრალებს, არ მჯდარა” – გორში დაღუპული დედა-შვილის ოჯახის ახლობელი
  • 81 წლის ასაკში მსახიობი ბრენდა ფრიკერი გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge