Friday, July 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სერგეი ლავროვი განცხადებას ავრცელებს

July 17, 2026
სერგეი ლავროვი განცხადებას ავრცელებს

რუსეთი და აზერბაიჯანი ყველა დონეზე აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს აწარმოებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ყველა დონეზე აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით“, – განაცხადა ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ლავროვის თქმით, რუსეთი ელის, რომ „3+3“ ფორმატის მინისტერიალის შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები მალე შეთანხმდებიან შემდეგი მინისტერიალის გრაფიკზე და გადავწყვეტთ, თუ სად გაიმართება ის – ბაქოში თუ ერევანში“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, „3+3“ ფორმატს საკმარისი პოტენციალი აქვს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისთვის.

„ჩვენ შევეხეთ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, გამოიყენონ სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად. ამ კონტექსტში რეგიონული თანამშრომლობის „3+3“ პლატფორმას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ის აერთიანებს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას – აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს – და მათ მეზობლებს: რუსეთს, ირანსა და თურქეთს”, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ეს მექანიზმი მიზნად ისახავს ნებისმიერი რეგიონული გამოწვევის გადაჭრას თავად რეგიონის ქვეყნებისა და მათი მეზობლების მიერ, „დესტრუქციული გარე ჩარევის გარეშე“.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს 2026-2027 წლების კონსულტაციების გეგმას. გეგმა მოიცავს უწყებების წარმომადგენლების შეხვედრების გრაფიკს და განსახილველ თემებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ივლისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
  • უტარდება საჭირო კვლევები და იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ – მურთაზ ზოდელავას მეუღლე
  • მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge