მსოფლიო ბირჟებზე ოქრო იაფდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 3 990 დოლარია. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასმა 0.08%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 55 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.82%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 348 ლარია, როცა ჯერ კიდევ გუშინ მისი ფასი 354 ლარი იყო, 750 სინჯის – 261 ლარი (გუშინ 265 ლარი იყო), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 203 ლარი (გუშინ 207 ლარი იყო) ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 4.93 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 4.31 ლარი ღირს.
