შპს “თბილსერვის ჯგუფი” აპირებს შეიძინოს 100 ცალი მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი, რომელთა სავარაუდო ჯამური ღირებულება 3,5 მლნ ლარია. ინფორმაციას BMG სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სად იგეგმება ახალი კონტეინერების განთავსება ჯერ უცნობია.
გამოცემა წერს, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რომ მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს მთლიანად პოლიეთილენისაგან ან/და უჟანგავი ფოლადისგან. მოცულობა 3 კუბური მეტრი. ასევე, დაუხარისხებელი საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი უნდა იყოს მთლიანად წყალშეუღწევი და არ უნდა საჭიროებდეს პარკებს ან რაიმე სხვა ტიპის მასალებს ნარჩენების განსათავსებლად.
