Thursday, July 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ალეკო ელისაშვილი არის უკანონო პატიმარი – მისი მსჯავრდება მოხდა გაზვიადებული და ხელოვნურად გაზრდილი ბრალდებით” – ადვოკატი

July 16, 2026
“ალეკო ელისაშვილი არის უკანონო პატიმარი – მისი მსჯავრდება მოხდა გაზვიადებული და ხელოვნურად გაზრდილი ბრალდებით” – ადვოკატი

ალეკო ელისაშვილი არის უკანონო პატიმარი, – ამის შესახებ დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ელისაშვილის დაკავების მთავარი მიზანი იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განეიტრალება, „პირადი შურისძიება და რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში დახმარებისთვის შურისძიება“.

„ალეკო ელისაშვილი არის უკანონო პატიმარი. მისი მსჯავრდება მოხდა გაზვიადებული ბრალდებით და ხელოვნურად გაზრდილი ბრალდებით. მას 13 წელი მიესაჯა მაშინ, როდესაც კანონი 10 წლიდან პატიმრობის შეფარდების საშუალებას ითვალისწინებდა. ესეც იყო ერთ-ერთი გარემოება, რაც მიანიშნებს, რომ ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი და ის სამართლებრივი საფუძვლით არ ზის ციხეში. მისი ბრალდება ხელოვნურად არის გაზრდილი. მსუბუქი დანაშაული გადაიქცა უმძიმეს ტერორისტულ საქმედ. 13 წელი მას უკვე მიუსაჯა სასამართლომ აბსოლუტურად უკანონოდ და ამას ჩვენ სასამართლოში გავასაჩივრებთ. მეორე ე.წ. ძაღლების საქმეში მხოლოდ და მხოლოდ არსებობს წყალქვეშ ამოღებული სუნის ნიმუშები. უცნობი ძაღლების მიერ ელისაშვილის ამოცნობის საქმე. აღნიშნული საქმის განხილვა ფაქტობრივად შეჩერდა. ჯერჯერობით, ჩვენთვის უცნობია, როდის აპირებს სასამართლო და პროკურატურა ამ საქმის განახლებას. ეს გარემოებაც მიანიშნებს იმას, რომ ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი. ორი ერთნაირი საქმე იყო, ერთი მცდელობის და ერთი დასრულებული ტერორიზმის. ტერორიზმის საქმე ფაქტობრივად, განუსაზღვრელი ვადით არის ამ ეტაპზე გადადებული, რაც მიანიშნებს იმას, რომ მთავარი მიზანი იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განეიტრალება, პირადი შურისძიება და რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში დახმარებისთვის შურისძიება. მას 6 წელი აქვს მისჯილი რუსეთის სასამართლოს მიერ“,-განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნული ეპიზოდი სასამართლოს არქივში 2025 წლის 4 მაისს ხანძრის გაჩენას ეხება. ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის. აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ საქმე კიდევ ერთი მუხლით იყო აღძრული. ამ შემთხვევაში საქმე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებას ეხებოდა, რაზეც ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “წვრილ ბიზნესს რატომ აგდებთ ასეთ მძიმე მდგომარეობაში? ამ წუთებშიც არ არის სიღნაღში შუქი!” – მოროშკინა კობახიძეს მიმართავს
  • “დაცვის მხარე ყველა მოწმისგან ელოდება იმ ობიექტურ ჭეშმარიტებასა და რეალობას, რომ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული” – ადვოკატი
  • ,,ირაკლი კობახიძე, მოიტყუეთ?“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge