TasteAtlas-ის მსოფლიოს 100 საუკეთესო სამზარეულოს რეიტინგში ქართული სამზარეულო 21-ე ადგილზეა – ინფორმაციას BMG ავრცლებს. გამოცემა წერს, რომ პლატფორმის 2025/2026 წლების რეიტინგის მიხედვით, საქართველოს სამზარეულომ 4.32 ქულა მიიღო და უნგრეთს გაუსწრო, ერთი პოზიციით კი ლიბანს ჩამორჩა.
TasteAtlas-ის მონაცემებით, ქართული სამზარეულოს ყველაზე გამორჩეულ კერძებად დასახელებულია ნარჩვი (4.6 ქულა), ხაჭაპური (4.5), ხინკალი (4.5), მწვადი (4.4) და წიწილა ტაბაკა (4.4). რეიტინგში ასევე წარმოდგენილია საქართველოს გამორჩეული გასტრონომიული ბრენდები და ტრადიციული რესტორნები.
რეიტინგის ლიდერი იტალიური სამზარეულოა, სიაში შემდეგ ადგილს იკავებენ – საბერძნეთი, პერუ, იაპონია და მექსიკა. ათეულში ასევე მოხვდნენ ესპანეთი, თურქეთი, პორტუგალია, ჩინეთი და ინდონეზია.
რეგიონში საქართველოს მხოლოდ თურქეთი უსწრებს, რომელიც რეიტინგში მე-7 პოზიციაზეა, ხოლო სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვა მეზობელი ქვეყნები უფრო დაბალ ადგილებს იკავებენ.
